ალეგრი კარიერის გასაგრძელებლად მზად არის

09:23, 27.05.2020

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მზად არის სამწვრთნელო სამუშაოზე დასაბრუნებლად.

52 წლის იტალიელ სპეციალისტს ერთწლიანი პაუზის შემდეგ კარიერის განახლება სურს. ალეგრის პრიორიტეტია სერია A-ს კლუბში მუშაობა იმის გამო, რომ იტალიაში იმყოფება მისი ოჯახი.

თუმცა, ამ ეტაპზე ალეგრის სამსახურით დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. როგორც ფრანგული პრესა წერს, პარიზულ კლუბს უკვე ჰქონდა კონტაქტი იტალიელთან.

ალეგრის ბოლო სამუშაო ადგილი „იუვენტუსი“ იყო, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დატოვა.

მსგავსი