ალჟირში ტყის ხანძარს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

13:14, 27.08.2026

ჩრდილოეთ ალჟირში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის ორგანოების ცნობით, ალჟირის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის რამდენიმე პროვინციაში ათობით ხანძარი გაჩნდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საიდ საიუდმა განაცხადა, რომ, სულ მცირე, 54 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული, რომელთაგან, სულ მცირე, ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. საიუდის თქმით, ხუთი ადამიანი დაიღუპა ხიჯელის პროვინციაში, ოთხი ბეჯაიაში და სამი ტიზი-უზუში.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს განცხადებით, ამ დროისთვის მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 69 კერას ებრძვიან.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ ალჟირში ზაფხულში ტყის ხანძრები რეგულარულად ჩნდება, კლიმატის ცვლილებამ ქვეყანაში ცეცხლის გაჩენის ინტენსივობა და სიმძიმე გაამწვავა.

მსგავსი