ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა
ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა

ალჟირის დედაქალაქში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა. დემონსტრანტები 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენენ. ისინი ალჟირის საკონტიტუციო საბჭოსთან შეიკრიბნენ, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასარეგისტრირებლად დოკუმენტები უნდა წარადგინოს.

ალჟირში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მეათეა დღეა იმართება. გუშინ ქვეყანაში არეულობების დროს 200-მდე ადამიანი დაშავდა.