ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაღუპულია 15 ადამიანი

11:21, 30.04.2018

ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სანაპირო დაცვის სამსახურმა 19 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავი მაროკოდან მიემართებოდა.

მსგავსი