ალჟირის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეტაკებისას ერთი ადამიანი დაიღუპა
ალჟირის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეტაკებისას ერთი ადამიანი დაიღუპა

ალჟირის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.

საპროტესტო აქცია თავდაპირველად მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებთ პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილე გულის შეტევით გარდაიცვალა. ალჟირში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 63 ადამიანი დაშავდა, 45 კი პოლიციამ დააკავა.

82 წლის პრეზიდენტი აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეხუთედ აპირებს მონაწილეობის მიღებას, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.