ალბერტ იონსონი - აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე
ალბერტ იონსონი - აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე

იმის მიუხედავად, რომ აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალბერტ იონსონის განარტებით, არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე საუბრისას, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიწყოს სათანადო გამოძიება.

„იმის მიუხედავად, რომ აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე. ჩვენ გამომძიებლები არ ვართ და როდესაც ვამბობთ, რომ არსებობს უამრავი და ფართო გავრცელებული ბრალდებები, ჩვენ ამით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სათანადო გამოძიება, მაგრამ არ გვაქვს თავად ის პოზიცია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით, რა გავლენა იქონია ბრალდებებმა ამ პროცესზე“, – აღნიშნა ალბერტ იონსონმა.