ალბერტ იონსონი - რეფერენდუმის საკითხზე უთანხმოება იყო პოლარიზაციის ნაწილი და ამან მოახდინა გავლენა პროცესზე, პოლიტიკურ დისკურსზე
ალბერტ იონსონი - რეფერენდუმის საკითხზე უთანხმოება იყო პოლარიზაციის ნაწილი და ამან მოახდინა გავლენა პროცესზე, პოლიტიკურ დისკურსზე

რეფერენდუმის საკითხი იყო მთავარი დამახასიათებელი კამპანიის, რომელიც წინ უსწრებდა არჩევნებს, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეფერენდუმის საკითხზე უთანხმოება იყო პოლარიზაციის ნაწილი, რამაც მოახდინა გავლენა პოლიტიკურ დისკურსზე, თუმცა ისინი არ აფასებენ, ჰქონდა თუ არა რეფერენდუმის თემას გავლენა არჩევნებზე.

„ჩვენ ვნახეთ, რომ რეფერენდუმის საკითხი იყო მთავარი დამახასიათებელი კამპანიის, რომელიც წინ უსწრებდა არჩევნებს და ეს არის პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელიც არის ამ არჩევნების კონტექსტი. ჩვენ არ ვაფასებთ, მოახდინა თუ არა ამან გავლენა არჩევნებზე, თუმცა ამ რეფერემდუმის საკითხზე უთანხმოება იყო პოლარიზაციის ნაწილი და ამან მოახდინა გავლენა პროცესზე და პოლიტიკურ დისკურსზე“, – აღნიშნა ალბერტ იონსონმა.