ალბანეთში შეიარაღებულმა პირებმა ავსტრიული თვითმფრინავიდან 10 მილიონი ევრო მოიპარეს

13:24, 10.04.2019

ალბანეთში შეიარაღებულმა პირებმა ავსტრიული თვითმფრინავიდან 10 მილიონი ევრო მოიპარეს. ინციდენტი ტირანას საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. მძარცველები „ავსტრიის ავიახაზების“ კუთვნილ ავიალაინერს დაესხნენ თავს. მათ პოლიცია დაედევნა.

ორმხრივი სროლის დროს ერთ-ერთი ბოროტმოქმედი დააკავეს. მას ავტომატი და ყუმბარა აღმოაჩნდა. სამ მძარცველს ვერტმფრენებით ეძებენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მძარცველებს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების ფორმა ეცვათ. მათ ავტომობილს ასევე ეწერა – „საგადასახადო სამსახური“. მოგვიანებით ეს მანქანა დამწვარი იპოვეს.

მსგავსი