ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ მოწყობილი კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს კვერცხები და პომიდვრები ესროლეს. დაპირისპირების დროს დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „დააპატიმრეთ ედი რამა!“ დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა.
ალბანეთში საპროტესტო აქცია, უკვე 101 დღეა, მიმდინარეობს. დემონსტრანტები სანაპირო ზოლსა და დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. „ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ.
პროექტს აქტიურად უჭერს მხარს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა. მისი განცხადებით, ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მოდერნიზაციას.