ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა
ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ 25 წლის კლოდიან რაშას მკვლელობას აპროტესტებენ.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრანტების თქმით, პოლიციამ მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა.

აქციის მონაწილეებმა საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს და საახალწლო დეკორაციები გაანადგურეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ 25 წლის კლოდიან რაშა პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და გაიქცა, ერთ-ერთმა ოფიცერმა კი ჩათვალა, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო და მას ესროლა.

მკვლელობაში ეჭმიტანილი პოლიციელი დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი