ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

ალბანეთში, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეიტედ პრესის“ ცნობით, დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ტირანაში პარლამენტის შენობას ასობით პოლიციელი იცავს, დღეს დაგეგმილი სესია კი, გაუქმდა.

ოპოზიცია მთავრობას კორუფციასა და კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირში ადანაშაულებს. რამდნიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მემარჯვენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიიდან პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

გასულ კვირას ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.

ალბანეთის 140-ადგილიან პარლამენტში მმართველი სოციალისტური პარტია 74 ადგილს ფლობს.