ალბანეთში მსაჯს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს (ვიდეო)
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით შეაჩერა ქვეყნის ჩემპიონატის გათამაშება. მიზეზი კამზასა და ლასის შორის მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა.
არბიტრმა ელდრიან ჰამითიმ მატჩის ბოლო წუთებზე პენალტი დანიშნა კამზას კარის მიმართულებით, რომელიც მეტოქემ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მასპინძელთა გაბრაზებული ფანები მოედანზე გაცვივდნენ და მსაჯს შეუტიეს.
განრისხებული გულშემატკივრების შეჩერება პოლიციელებმაც ვერ შეძლეს, შედეგად ფანებმა მოასწრეს მსაჯის ცემა.
მომხდარმა ძალიან შეაშინა ქვეყნის სხვა მსაჯები, რომლებმაც გაფიცვა მოაწყვეს და უარი თქვეს მატჩების მომსახურებაზე იქამდე, სანამ სტადიონებზე უსაფრთხოება არ გამოსწორდება.
Albanian football supporters strom the pitch and hit/kick the referee several times on his head. This happend at the match between Kamza and Laci. #Albania pic.twitter.com/zFYggeAVOi
— Vincent Triest (@VincentTriest) 4 March 2019