ალბანეთში მიწისძვრის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა
ალბანეთში მიწისძვრის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბალკანური ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ორი საათის განმავლობაში ექვსი მიწისძვრა მოხდა.

პირველ 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევებს მალევე ხუთი ძლიერი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რამაც რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია.