ალბანეთში ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა
ალბანეთში ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ტირანას ქუჩებში გასული ალბანელები მთავრობის მეთაურის ედი რამას გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რამამ ალბანეთი ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების სამშობლოდ გადააქცია.

მომიტინგეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და ნარკოტიკების გავრცელებასთან არასათანადო ბრძოლაში სდებენ ბრალს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აქციას 10 000 ადამიანი შეუერთდა.

ალბანეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებში 2017 წლის ივნისში გაიმარჯვა. ოპოზიციური “დემოკრატიული პარტია” მცირე სხვაობით დამარცხდა.

ალბანეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. საშუალო ხელფასი ქვეყანაში 350 ევროა.