ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო არეულობის უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან.
მისივე თქმით, დამნაშვეები თავს სტუდენტებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი გაცილებით დიდები და ნასამართლევიც არიან.
რამამ ჯგუფის წევრებს „სტუდენტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი 57 წლისაა.
ამასთან, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.
„სახელმწიფო პოლიციის ინფორმაციით, სხვადასხვა სუბიექტმა საბაჟოს გავლით ალბანეთში ნიღბები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა მასალები შემოიტანა“, – განმარტა რამამ.
ცნობისთვის, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რამდენიმე დღეა, გრძელდება. აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი პოლიციას ქვები, პიროტექნიკა და აალებადი ბოთლები ესროლეს. აქციის მონაწილეები სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა. თავად მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მოქალაქეების რეალურ პრობლემებს ძალადობრივი ჯგუფები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.