ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა კოპენჰაგენში მიმდინარე სამიტზე დონალდ ტრამპის ნათქვამზე იხუმრა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის ომი დაასრულა
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მსოფლიო ლიდერების წინაშე აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამზე იხუმრა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის ომი დაასრულა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მყოფმა ედი რამამ მაკრონს ხუმრობით მიმართა, ბოდიში მოეხადა, რადგან საფრანგეთის ლიდერმა მას და ალიევს არ მიულოცა ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარება.
„ორივეს წინაშე ბოდიში გაქვთ მოსახდელი, რადგან თქვენ არ მოგვილოცეთ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – იხუმრა რამამ.
საპასუხოდ კი მაკრონმა ხუმრობით უპასუხა, რომ წუხს ამის გამო.
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარების მაგივრად,შეცდომით თქვა,რომ ომი აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის დაასრულა.