ალბანეთის პრემიერ-მინისტრი - ყველა ალბანელმა, რომელიც მაკედონიაში ცხოვრობს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს 
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი - ყველა ალბანელმა, რომელიც მაკედონიაში ცხოვრობს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს 

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას განცხადებით, მაკედონიაში მცხოვრებმა ყველა ალბანელმა მაკედონიის ევროპულ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს. როგორც ალბანური მედია იუწყება, ამის შესახებ ედი რამამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კვირას ის დღეა, როდესაც ყველა მაკედონელმა ალბანელმა მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის ევროპულ მომავალს, მომავალი თაობის, მაკედონელებისა და ალბანელების ქვეყანას, რომელიც ამ ორმა ხალხმა დააფუძნა“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა მაკედონელი ალბანელი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ ის მხარს არ დაუჭერს რეფერენდუმზე დასმულ საკითხს, მაშინ ის მოღალატე იქნება.

2002 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ალბანელები მაკედონიაში მოსახლობის 25 პროცენტს შეადგენენ.

შეგახსენებთ, მაკედონიაში დღეს რეფერენდუმი იმართება, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეიცვლის თუ არა სახელმწიფო სახელწოდება. მანამდე ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მაკედონიას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ დაერქმევა.