ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაერთიანებაში წევრობის პერსპექტივაზე ატყუებს

10:56, 03.10.2026

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას თქმით, ევროკავშირი უკრაინას გაერთიანებაში წევრობის პერსპექტივაზე ატყუებს. ინფორმაციას, „უკრაინსკაია პრავდა“ „Welt“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალბანელი მაღალჩინოსანი ევროკავშირს უკრაინის გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებებისადმი მიდგომაშიც აკრიტიკებს. ედი რამას თქმით, უკრაინის თემაზე გამოსავალი მისი მოლაპარაკებებში ახლავე ჩართვაა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სტანდარტული გაწევრიანების პროცესით არასდროს მიიღებენ და ეს ყველამ იცის. რამამ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან ევროკავშირი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მათ კვლავ სურთ ევროკავშირის ნაწილი იყვნენ.

მსგავსი