იტალიის მოთხოვნით, ალბანეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი დააკავა
იტალიის მოთხოვნით, ალბანეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი დააკავა

ალბანეთის პოლიციამ იტალიის მოთხოვნით ტერორიზმში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას „ზე ლოქალი“ ავრცელებს.

ეჭვმიტანილი ბლედარ იბრაგიმია, ის ალბანეთის ქალაქ ელბასანში დააკავეს. იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაცით, ის ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. დაკავებულის ექსტრადაცია უახლოეს დღეებში მოხდება.

ალბანური მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული ე.წ „ისლამურ სახელწმიფოსთან“ თანამშრომლობდა.