ალბანეთის პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა
ალბანეთის პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

ალბანეთის პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მანქანის საბურავი დაწვეს და მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის შენობის შესასვლელის ბლოკირება სცადეს.

მომიტინგეებმა დემოკრატიული პარტიის ლიდერის ლულზიმ ბაშას ხელმძღვანელობით პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიციური დემოკრატიული პარტია პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობას კორუფციასა და კრიმინალურ წრეებთან კავშირში ადანაშაულებს.

ოპოზიცია მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას პარლამენტის შემდეგ სხდომაზე გეგმავს.