ალბანეთის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები შესაძლოა, ექვს თვეში დაიწყოს
ალბანეთის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები შესაძლოა, ექვს თვეში დაიწყოს

ევროკავშირი მზადაა, ალბანეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 6 თვეში დაიწყოს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, ის კმაყოფილია იმ პროგრესით, რომელსაც ალბანეთმა რეფორმების გზაზე მიაღწია

„თუ 6 თვეში პროგრესი გამყარდება, მაშინ მე მზად ვარ, მივმართო ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, რომ ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განაცხადა იუნკერმა.

ამჟამად ალბანეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. ანალოგიური სტატუსი აქვს მონტენეგროს, სერბეთს, მაკედონიასა და თურქეთსაც.