ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს
ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს.

რუსეთის ფედერაციაში ალბანეთის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალბანეთში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებს, ვიზიტის მიზნის შესაბამისად, ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთება დასჭირდებათ.

ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აუქმებდა.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა მკაცრი მიდგომის დანერგვისკენ რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში რუს ტურისტებს შესვლა ეკრძალებათ.