ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ
ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ

ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების გამო 155 ფიზიკური პირისა და 44 კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 12 სექტემბერს გაახანგრძლივა. სანქციები ექვსი თვით, 2019 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.

„ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ნორვეგია და ასევე უკრაინა შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას“, -აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნული ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკების ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღნიშნულ ვალდებულებას მიესალმება.