ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ
ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ

ალბანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედებების გამო 21 ფიზიკური და 19 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები 12 სექტემბერს გაახანგრძლივა. სანქციები ექვსი თვით, 2020 წლის 15 მარტამდეა ძალაში.

„ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ნორვეგია და ასევე უკრაინა შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას“, -აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნული ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკების ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

დატოვე კომენტარი