ალბანელთა მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო - შანსები 50/50-ზეა
ალბანელთა მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო - შანსები 50/50-ზეა

„დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის გასამართად ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ თბილისში ჩამოვიდა და „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ეგბომ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია „დინამო არენას“ მედიადარბაზში გაიმართა.

„ერთმატჩიანი დაპირისპირება უპირატესობას თბილისის „დინამოს“ აძლევს, რადგან ის მასპინძელია. შევეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“ – ამბობს ალბანელთა ნიგერიელი მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო.

მან „დინამოს” მიმართ პატივისცემა გამოხატა:

„გუნდის პლუს-მინუსებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შანსები 50/50-ზეა”.

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ „ტირანასთან“ 19 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება განახორციელებს.