„ალავესში“ ქართველი ჩაირცხა, მეორე „ბეტისში“ პასუხს ელის
„ალავესში“ ქართველი ჩაირცხა, მეორე „ბეტისში“ პასუხს ელის
საფეხბურთო კლუბ „იბერია 2010“-ის ორი მოთამაშე ესპანეთშია – ერთი კლუბში ჩაირიცხა, მეორე კი ისინჯება და დადებითი პასუხის მოლოდინშია.
 
კლუბის დამფუძნებლის, გუბაზ დოლიძის თქმით, 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, 18 წლის გიორგი გაგუა „დეპორტივო ალავესში“ ჩაირიცხა. ასევე 2001 წელსაა დაბადებული ნიკოლოზ მემარნე, რომელიც „რეალ ბეტისში“ ისინჯება.
„ორივე ნიჭერი ბიჭია და ჩემი აზრით, დიდი მომავალი გააჩნიათ. ესპანეთში თამაში კი მათთვის დიდი სტიმული იქნება“ – ამბობს დოლიძე.
„იბერია 2010“ რეგიონული ლიგის გუნდია, მაგრამ ყოველწლიურად საინტერესო მოთამაშეებს ზრდის. დოლიძის თქმით, გუნდიდან ახლახანს სამი მოთამაშე ეროვნული ლიგის „რუსთავმა“ დაიმატა, ხოლო ხუთი – ლიგა 2-ის „ცხინვალმა“.