ალავერდის ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს
ალავერდის ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

ტაძარში მრევლს შორის დისტანციას სტიქაროსნები არეგულირებენ.

ამასთან, კორონავირუსისგან დამცავი ე.წ ფარები ტაძარში მისულ მრევლს, ალავერდის ეპარქიისგან საჩუქრად გადაეცა.

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.