ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმი მოეწყობა
ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმი მოეწყობა

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება,- ამის შესახებ პირველ არხს ალავერდის ეპარქიის დედაომ განუცხადა.

დედა მარიამის ინფორმაციით, მუზეუმი ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროინდელი საეპისკოპოსო სასახლის ნაფუძვარზე მოეწყობა.

ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედლებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის კრამიტით გადახურვის შემდეგ კი შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყება.

სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო კაბინეტის მოწყობა.

ალავერდის ტაძრის სიძველის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია აფინანსებს.
სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ფართოვდება ტაძართან მისასვლელი გზა და საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს. როგორც ფონდში პირველ არხს განუცხადეს, სამუშაოებზე 298 ათასი ლარი დაიხარჯება და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.