ალავერდის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს

01:55, 07.01.2019

ალავერდის საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ღამის მიმდინარეობს.

საზეიმო ლიტურგიას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას კახეთის სხვადასხვა კუთხიდან მოსული მომლოცველები ესწრებიან.

ლიტურგია ძველი ტრადიციული მეთოდით, მხოლოდ სანთლებისა და კანდელის შუქით განათებულ ამბიონზე მიმდინარეობს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ალავერდელი მიტროპოლიტი მრევლს სიტყვით მიმართავს და ქრისტეს შობის დღესასწაულს მიულოცავს.

მსგავსი