„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა
„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა

„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.

„ალასკის ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კოპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.

შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ კომპანიის კუთვნილი Boeing 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას, რათა შემოწმება ჩაუტარონ ლაინერებს. თავის მხრივ, კომპანია Boeing-მა გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.