ალასკაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი შეუერთდება

02:22, 16.08.2025

ალასკაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

ამჟამად მოლაპარაკებები სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის სფეროში იური უშაკოვი. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად ამერიკის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

მსგავსი