ალარ კარისი – საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად

22:17, 28.12.2024

ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად.

„საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად. მკაცრად ვგმობთ ძალადობას, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მუქარას პრეზიდენტის მიმართ“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი.

მსგავსი