ალან ბერსე - ვქმნით სარჩელების კომისიას, რათა უკრაინის ომის კონტექსტში უზრუნველვყოთ ანგარიშვალდებულება და რეპარაციები მიყენებული ზარალისთვის
ალან ბერსე - ვქმნით სარჩელების კომისიას, რათა უკრაინის ომის კონტექსტში უზრუნველვყოთ ანგარიშვალდებულება და რეპარაციები მიყენებული ზარალისთვის

სარჩელების კომისია უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინისთვის, მთელი კონტინენტისთვის სტაბილურობის შესახებ ყველა დისკუსიის ნაწილი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ჰააგაში მიმდინარე დიპლომატიურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშვალდებულების, რეპარაციებისა და რეკონსტრუქციის შესახებ მოლაპარაკებები უნდა იყოს რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ანგარიშვალდებულებისთვის უკრაინისთვის რეპარაციების კუთხით. ზიანის რეესტრის შემდეგ ჩვენ ვქმნით სარჩელების კომისიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ევროპის საბჭომ რეიკიავიკის სამიტის შემდეგ შექმნა. რეესტრში ახლა რეგისტრირებულია 86 ათასზე მეტი ზიანი. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი, რათა უზრუნველვყოთ ანგარიშვალდებულება და რეპარაციები მიყენებული ზარალისთვის უკრაინის ომის კონტექსტში. ეს ასევე იქნება უკრაინის გრძელვადიანი განვითარების ნაწილი. სარჩელების კომისია უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინისთვის, მთელი კონტინენტისთვის სტაბილურობის შესახებ ყველა დისკუსიის ნაწილი.

ჩემთვის ერთი რამ ნათელია ანგარიშვალდებულების, რეპარაციებისა და რეკონსტრუქციის შესახებ მოლაპარაკებები უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი. ცხადია, შეუძლებელია განიხილო მოკლევადიანი პერსპექტივა და არ იფიქრო მომავალ განვითარებაზე, თუ რას ნიშნავს ეს ხალხისთვის, ქვეყნისთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა ბერსემ.