ალან ბერსე – გვაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია თანამშრომლობის განვითარება, დიალოგსა და თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცხადია, საქართველოსთანაც

15:03, 12.11.2026

ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ცხადია, მათ შორის საქართველოსთანაც. ბოლო პერიოდში ჩვენ ასევე გვქონდა კონტაქტი. მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამჭვირვალე და გულწრფელი განხილვები, თუმცა, როგორც წარმოგიდგენიათ, ეს ყოველთვის საჯაროდ არ ხდება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს წევრობა ნიშნავს გარკვეული ღირებულებების დაცვის ვალდებულებას.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და, როგორც ყოველთვის, შევახსენებთ ყველას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ასევე ნიშნავს გარკვეული ღირებულებების დაცვის ვალდებულებას. ევროპის საბჭოს 46-ვე წევრ სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და აღიაროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია. ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება. მტკიცედ მჯერა, ეს პრინციპები მუდმივად უნდა დავადასტუროთ და გავაგრძელოთ დიალოგი და ერთობლივი განხილვები. ჩვენ ამ დიალოგსა და თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცხადია, საქართველოსთანაც“, – აღნიშნა ალან ბერსემ.

მსგავსი