ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ მკურნალმა ექიმმა, ლევან ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

„გუშინ აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია, ჰემოდინამიკური პარამეტრები დასტაბილურდა. ჯერჯერობით მაინც მართვით სუნთაქვაზე რჩევა პაციენტი. ჭრილობები დამუშავებულია, დამწვრობის თვალსაზრისითაც მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ექიმმა.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.