ალაბამაში „მაკდონალდსზე“ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ალაბამაში „მაკდონალდსზე“ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ალაბამაში უცნობმა პირმა „მაკდონალდსს“ ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 20 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი. მათ შორის არის 16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

წინასწარი ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა კონფლიქტი. დამნაშავის ვინაობას პოლიცია ჯერ ვერ ასახელებს.

შემთხვევა აუბერნის უნივერსიტეტთან ახლოს მოხდა, თუმცა პოლიციის ცნობით, კამპუსში მყოფ სტუდენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

დატოვე კომენტარი