ალაბამას შტატში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 104-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე კორონავირუსისგან განიკურნა [ვიდეო]

აშშ-ში, ალაბამას შტატში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა „კოვიდ-19“ თავის 104-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

მაიორი ვუთენი ალაბამას შტატის, ქალაქ ბირმინგების მედისონის საავადმყოფოდან 2 დეკემბერს გაწერეს.

„104 წლის ასაკშიც კი ის ებრძვის კორონავირუსს ისევე, როგორც იმ ყველაფერს, რასაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში ებრძოდა. ის ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და ამისთვის მადლობლები ვართ. ეს არის შეხსენება, რომ ყოველდღე ჩვენ უნდა ავდგეთ და ვებრძოლოთ კორონავირუსს, როგორც ეს ბატონმა ვუთენმა გააკეთა“, – ამბობს „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ექთანი შელბი ჰოგანი.