„ალ-ქაიდას“ იემენური დაჯგუფების ლიდერი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება
„ალ-ქაიდას“ იემენური დაჯგუფების ლიდერი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ იემენური დაჯგუფების ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მილიარდერ ილონ მასკს ღაზის ომის გამო ემუქრება.

ნახევარსაათიან ვიდეომიმართვაში საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი ასევე მოუწოდებს ე.წ. მარტოხელა მგლებს, მოკლან ლიდერები ეგვიპტეში, იორდანიაში და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ომის გამო, რომელმაც გაანადგურა ღაზა.

ალ-ავლაკის გამოსვლის ვიდეოში ნაჩვენებია ტრამპისა და მასკის, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის სურათები. ვიდეოში ასევე ჩანს მასკის ბიზნესის ლოგოები.

„არ არსებობს წითელი ხაზები იმის შემდეგ, რაც მოხდა და ხდება ჩვენი ხალხის მიმართ ღაზაში. საპასუხო მოქმედება ლეგიტიმურია“, – განაცხადა „ალ-ქაიდას“ იემენური ფრთის ლიდერმა.

ალ-ავლაკის მოკვლისთვის აშშ-ის ექვსი მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.