„ალ ნასრის“ სპორტული დირექტორი ფერნანდო იერო - კრიშტიანო რონალდოსთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ #1TVSPORT
საუდის არაბეთის ლიგის კლუბის, „ალ ნასრის“ სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც სპორტული დირექტორი ფერნანდო იერო ამბობს, კლუბი ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. პორტუგალიელი ვარსკვლავის ხელშეკრულებას ვადა რამდენიმე კვირაში, ივნისში ეწურება.
„რონალდოსთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ „ალ ნასრში“ დარჩება. ის გადმოსვლათავიდანვე პროექტის ნაწილი იყო. ის ისტორიული პიროვნებაა — ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფიგურა, რომელმაც საუდის არაბეთის ლიგის განვითარებას სერიოზული ბიძგი მისცა.
ყოველდღიურად სხვადასხვა კლუბის სახელი ჩნდება მედიაში, თითქოს 30-მდე კლუბია მისით დაინტერესებული, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ის ჩვენთან დარჩეს“, – განაცხადა იერომ.
კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ლიგის გუნდს 2023 წლის დასაწყისში შეუერთდა. მას შემდეგ „ალ ნასრის“ რიგებში 40 წლის ფეხბურთელმა 111 მატჩი ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა.