საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჟორჟე ჟესუსი. ამის შესახებ წერს პორტუგალიური გამოცემა A Bola.
კლუბმა 70 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან გამოთხოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ალ-ჰილალმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი წააგო „ალ-აჰლისთან“.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 29 ტურის შემდეგ „ალ-ჰილალი“ გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.
გასულ სეზონში ჟესუსმა „ალ-ჰილალი“ ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.
ჟორჟე ჟესუსი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.