„ალ არაბიას“ ინფორმაციით, „ჰამასთან“ დაზავების შესახებ ეგვიპტის შეთავაზებაზე ისრაელმა უარი განაცხადა

10:54, 14.05.2021

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებაზე ისრაელმა უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„ალ არაბიას“ ინფორმაციით, თელ-ავივში ვიზიტით მყოფმა ეგვიპტის დელეგაციამ ისრაელის მხარეს ერთი წლის ვადით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა და ამ პროცესის პალესტინელებთან კოორდინაცია საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ინიციატივაზე უარი მიიღო.

მსგავსი