აკრძალვის მიუხედავად, ბერლინში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ათასამდე ადამიანმა აქცია გამართა
აკრძალვის მიუხედავად, ბერლინში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ათასამდე ადამიანმა აქცია გამართა

კორონავირუსთან დაკავშირებით აკრძალვის მიუხედავად, ბერლინის ქუჩებში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, 20 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია.

პოლიციამ კრეუზბერგის პარკთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. სწორედ ამ პარკში იკრიბებიან მემარცხენე დაჯგუფებები, რომლებიც ყოველწლიურად პირველ მაისს ატარებენ საპროტესტო აქციას. აქციის მონაწილეები კაპიტალიზმის დაგმობის მოწოდებებით გამოვიდნენ.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობა დაახლოებით 1000-მა ადამიანმა მიიღო.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავა.