აკია ბარბაქაძე ოპოზიციას მიმართავს - უარი თქვით მანდატებზე, კოლაბორანტებს როგორ სჯიან, საფრანგეთის ისტორია დაგუგლეთ, როგორც ერთ სიძვის დედაკაცს აუპატიურებდა მთელი პარიზი, ასე გაგაუპატიურებთ ხალხი
ოთხმა ძირითადმა პარტიამ უნდა ჩახსნას სიები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკმარისი გახდება ის, რომ სათითაოდ ყველამ, ვინც ამ პარლამენტმა ცნო დეპუტატად, ცესკო-ში ინდივიდუალურად უნდა დაწეროს მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადება, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„არცერთ შემთხვევაში არავინ არ უნდა გაბედოს და ხელფასს ხელი არ უნდა მოჰკიდოს, დაფინანსება ჯიბეში არ უნდა ჩაიდოს, არცერთმა არ უნდა გაბედოს და პარლამენტის შენობაში არ უნდა შევიდეს ექვსი თვის განმავლობაში. აქ იურიდიული ნიუანსებია, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ეს უნდა გაკეთდეს.
ახლა ის, რაზეც არის ეჭვები და ყველაფერი. ერთი რამ უნდა გავახსენო დეპუტატებს და ყველას. თუ არ გინახავთ, კოლაბორანტებს როგორ სჯის მოსახლეობა, საფრანგეთის ისტორია და დოკუმენტური კადრები დაგუგლეთ, კოლაბორანტებს როგორ უსწორდებოდნენ ფრანგები, როგორ აუპატიურებდა მთელი ქალაქი ერთ სიძვის დედაკაცს, რადგან ერთხელ ჰქონდა გერმანელთან სექსუალური ურთიერთობა. სული ამოხადეს გაუპატიურებაში, მთელი ქალაქი, პარიზი აუპატიურებდა. აი, ასე გაგაუპატიურებთ ეს ხალხი.
ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება, რომ იძულებულია საზოგადოება, პროტესტის ნიშნად ცესკო-ს თავმჯდომარეს მელანი შეასხას, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთადერთი მელნის შესასხმელი ობიექტი ეგ კაცი არ არის ამ ქვეყანაზე. ამ ხელისუფლებაზე უკვე ხალხს ხელი ჩაქნეული აქვს, მაგრამ მე რომ ხმა მოგეცი და მომატყუე, რომ დამაიმედე, გამოვედი, დავუპირისპირდი რუსულ ხელისუფლებას, შენ რომ მეუბნებოდი, ოღონდ მენდე და დანარჩენი მე ვიციო, ბოლოსდაბოლოს შეხვალ თუ არ შეხვალ, მელანს კი არა, უფრო მძიმე სითხეს შეგასხამს ეს ხალხი, დამსახურებული იქნება. ნუ გაზომავთ ხალხის რისხვას, ამიტომ ყველამ დროზე დაწერეთ განცხადებები, თორემ საკუთარ თავებს დააბრალეთ ყველაფერი. ხალხს მერე ვერაფერი ვეღარ დააკავებს“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.