ახმეტის სოფელ ზემო ხალაწანში მდებარე კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის სოფელ ზემო ხალაწანში მდებარე კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების კვირიას ციხე-სახლს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ციხე-სახლი შედგებოდა მართკუთხა ნაგებობისა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩართული კოშკისგან. ნაგებობიდან მხოლოდ ერთამდე კედლების ნაშთებია შემორჩენილი. კოშკი კვადრატულია (6,2×6,2 მ). ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. გარედან მობათქაშებული იყო. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 მეტრში შემორჩენილია ქვით ნაგები საწნახელი.კოშკიდან შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, ისიც ფრაგმენტულად. ნაგებობიდან მხოლოდ ცალკეული კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზე. მთლიანადაა ეკალ-ბარდებით დაფარული. აუცილებელია ძეგლის გაწმენდა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი