ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში ავტოავარიისას სამი ადამიანი დაშავდა
ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში ავტოავარიისას სამი ადამიანი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.