ახმეტის სოფელ მატანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ახმეტის სოფელ მატანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთ-ერთი მათგანს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია, პანკისის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის შვილი გებიშ ხანგოშვილი.

ამასთნ, ორი დაშავებული ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვე კომენტარი