ახმეტის სოფელ მატანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ახმეტის სოფელ მატანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ახმეტის სოფელ მატანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, კვამლი თავდაპირველად ორსართულიანი შენობის სახურავზე შენიშნეს, რომელიც შენობის დანარჩენ ნაწილზე სწრაფად გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.