ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა.

ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ სოფლები მატანი, საკობიანო, დუისი და ომალო დააზარალა. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო კულტურები.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ასევე დაიტბორა საუბნო გზები, ვინაიდან სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. გზებზე ქვა-ღორღიც დაგროვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.