ახმეტის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19:37, 13.04.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველისთვის სროლას აპირებდა, თუმცა ტყვია თავად მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, სანადირო თოფი მწყობრიდან იყო გამოსული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი