ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასრისწყალთან მკვლელობა მოხდა

11:32, 25.01.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც მწყემსები არიან დაბინავებული, მკვლელობა მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას მწყემსებს შორის ურთიერთდაპირისპირება უძღოდა წინ. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი სანადირო თოფით არის მოკლული. ფაქტზე ერთი პირი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მსგავსი